პროგრამის სახელწოდება
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
პროგრამის ავტორები
თამარ გაგოშიძე, პროფესორი
მანანა მელიქიშვილი, ასოცირებული პროფესორი
ხათუნა მარწყვიშვილი, ასოცირებული პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
მეცნიერების ბაკალავრი ფსიქოლოგიაში
სწავლების ენა
ქართული
საბაკალავრო პროგრამა ,,ფსიქოლოგია’’ ეყრდობა თსუ მისიას და მიზნებს და თავის მხრივ მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადებას. ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
• მისცეს ფართო ცოდნა ფსიქოლოგიის ფუნდამენტური ცნებების, პრინციპების, კანონზომიერებებისა და თეორიების შესახებ;
• განუვითაროს სამეცნიერო წყაროების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, სამეცნიერო სიახლეების მოძიებისა და საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარი;
• გამოუმუშვოს ემპირიული კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
• გამოუმუშავოს ფსიქოლოგიური ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
• განუვითაროს შეძენილი თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების საფუძველზე საკუთარი პროფესიული საქმიანობის უნარი.
საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე; პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია მოიპოვოს თსუ-ის სხვა ფაკულტეტის ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მობილობის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის და სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად.
ცოდნა და გაცნობიერება
ფსიქოლოგიის ბაკალავრი:
1. მსჯელობს ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, კონცეპტუალურ საფუძვლებზე, მიზნებსა და ამოცანებზე, კრიტიკულად აფასებს ფსიქოლოგიურ თეორიებსა და კვლევებს;
2. აანალიზებს და მსჯელობს ადამიანის ფსიქიკის ფუნქციონირების ზოგადი კანონზომიერებების, ფსიქიკისა და თავის ტვინის ურთიერთმიმართების, ინდივიდის განვითარების, სწავლა/სწავლების, მისი პიროვნული, სოციალური, ორგანიზაციული და კულტურული ქცევის ასპექტების შესახებ განსხვავებული პერსპექტივიდან, სხვადასხვა მეთოდის, თეორიის, მტკიცებულებისა და მიდგომის გათვალისწინებით;
3. განმარტავს საკვლევი საკითხის აქტუალობის, სიახლის, კვლევისათვის ადეკვატური მეთოდებისა და ვალიდური ინსტრუმენტების შერჩევის აუცილებლობას.
უნარები
ფსიქოლოგიის ბაკალავრს შეუძლია:
4. ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია, ლოგიკური არგუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ეხება მოცემულ პრობლემას ან საქმიანობას. საჯარო მოხსენების გაკეთება და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება;
5. მცირემასშტაბიანი ემპირიული კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება კვლევის ადექვატური მეთოდის (დაკვირვება, ექსპერიმენტი, ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი) გამოყენებით; რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მონაცემებისა და შედეგების გაანალიზება, წარმოდგენა და შეფასება; სხვადასხვა ინსტრუმენტით, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, ლაბორატორიული აღჭურვილობითა და ფსიქომეტრული ინსტრუმენტებით სარგებლობა; შესრულებული სამუშაოს (კვლევის) ანგარიშის მომზადება.
6. საზოგადოებრივი პრობლემების გადასაწყვეტად ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენება ეთიკური, კონცეპტუალური, ორგანიზაციული და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
ფსიქოლოგიის ბაკალავრი:
7. აღიარებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლი პრინციპის მნიშვნელობასა და პროფესიული განვითარების გაგრძელების აუცილებლობას. კონსტრუქციულად და კრიტიკულად აანალიზებს საკუთარი სწავლის შედეგებს;
8. აცნობიერებს საზოგადოებაში ფსიქოლოგის პროფესიის როლს, სტაბილური, დემოკრატიული და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარებაში.
ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ დასაქმება შესაძლებელია: სახელმწიფო სტრუქტურებში, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც მოითხოვება ფსიქოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. განათლების, ჯანმრთელობის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაბამის დეპარტამენტებსა, ცენტრებსა და ორგანიზაციებში; ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომლის საქმიანობა უკავშირდება სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა აღზრდა–განვითარებას თუ სწავლებას, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვასა და რეაბილიტაციას, მათთვის პროფესიული დახმარების აღმოჩენას. კერძო სტრუქტურაში ან სახელმწიფო ორგანიზაციაში, რომლის ინტერესები მოიცავს ორგანიზაციული ცვლილებებისა და განვითრების, ადამიანური რესურსის მართვის და შეფასების სისტემების შესწავლასა და დაგეგმვას; კონკრეტულ კვლევით პროექტებში, სასწავლო და ტრენინგპროგრამებში.